„მარკეტებში რიგებს ვხედავ“, „საქართველოს მდგომარეობა აფრიკის ქვეყნებზე უკეთესია“ | ბოლქვაძე სიღარიბეზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე „ფორმულასთან“ „სოციალურ პრობლემებზე“ საუბრისას ამბობს, რომ სუპერმაკეტებში გრძელ რიგებს ხედავს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა აფრიკის ქვეყნებზე უკეთესია.

„პირველი დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე. საერთოდ აქამდე არ ვიცოდი, ამიტომ ამაზე კომპეტენტური ვერ ვარ. გავეცნობი აუცილებლად. პროცენტულად საქართველო რომ ძალიან არ არის ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა, ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს.

თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან – ხშირად, სუპერმარკეტებში ვხედავ ძალიან დიდ რიგებს და მე ვფიქრობ, – სად არის ბალანსი, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა, ეს ვინ ხალხია? ქართველები არ არიან?“,  – ამბობს ბოლქვაძე.