მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა 68 უბანზე - „ჩემი ხმა“

პუბლიკა

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა” დილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე დაკვირვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

● მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით – 49 უბანზე;

● ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა 8 უბანზე;

● მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა-68 უბანზე;

● ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოვლინდა 125 უბანზე;

● „ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე.

ბრიფინგზე ითქვა, რომ გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას.

ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში.

ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 34 საჩივარი და 43 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.