მარნეულელ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია - იმნაძე

პუბლიკა

„მარნეულელ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

„ეს არის 90 ადამიანზე მეტი, ისინი ყველა იმყოფება იზოლაციაში, მიმდინარეობს ყველას გამოკითხვა, თუ ვინმეს სიმპტომი აქვს, ჩაუტარდებათ გამოკვლევა”, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, ამ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 3 პირი უკვე გამოიკვლიეს და მათი პასუხები უარყოფითია.


მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყაროს დადგენა კი, პრემიერის თქმით, ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების – წლისთავის დროს.

ეს პაციენტი თბილისის საუნივერსტეტო კლინიკაში წევს. ექიმის თქმით, შუახნის ქალის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრებს მკურნალობის შედეგად ექიმები ინარჩუნებენ.