მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
ადგილობრივი მედია Aktual.ge-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
Aktual.ge ასევე წერს, რომ გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
ადგილობრივი და ცენტრალური მედიის ცნობით, ინციდენტში სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან ჩართული.
Ipn.ge წერს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული იყო.
განახლება:
24News.ge-თან საუბრისას სოფელ ნახიდურის მოსახლეობია ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანის მძღოლი შეურაცხმყოფელად იქცეოდა. ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას დიდხანს ელოდნენ, მათი მოსვლის შემდეგ კი ექიმებმა პირველადი დახმარება მანქანის მძღოლსაც გაუწიეს.
რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ფაქტით გაღიზიანებულმა ნახიდურელებმა სასწრაფო დახმარების მანქნა ამოაყირავეს და მძღოლს, რომელიც ქვეითებს დარჯახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რადიო „მარნეული” ასევე წერს, რომ მოსახლეობის ნაწილი მარნეულში “ავერსის” კლინიკასთანაც შეიკრიბა. კლინიკის მიმღებში ჩაამსხვრიეს მინები და ფანჯრები.
განახლება – 00:10
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ადამიანი მანქანის საჭესთან იჯდა, მანქანაში იყო კიდევ 4 მგზავრი.
შსს-ის თანახმად, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.