მარნეულის 48-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო

პუბლიკა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, აჯიმურად მურადოვს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ჯეიჰუნ ჩოიდაროვი.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრს, აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი დაესხა თავს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – განაცხადა მუმლაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ადგილზე მყოფმა პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რუსლან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას გულისხმობს.