მარნეულის ეპარქიის ეპისკოპოსი მარნეული მუფტს ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე შეხვდა

პუბლიკა

 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს  გიორგი ჯამდელიანის შორის ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი „მარნეულის ჰუჯაბი“ ავრცელებს.

„შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც საუბარი შეეხო ქართველთა და აზერბაიჯანელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთთანაცხოვრებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში. 

მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„საუბარი შეეხო ასევე ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ყოფილი საბჭოთა სახელისუფლო წარმომადგენლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს. გამართული დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ერთხმად იქნა დადასტურებული ის უტყუარი ფაქტი, რომ ამ პიროვნებამ, როგორც საბჭოთა რეჟიმის ცნობილმა მესვეურმა, განახორციელა ანტირელიგიური და ანტიეროვნული ნეგატიური საქმიანობა თავისი პროლეტარული მოღვაწეობის პერიოდში. მსგავსი შეხვედრები ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლობასთან მიიღებს ინტენსიურ ხასიათს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


25 მაისს მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანმა) საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლებას აზერბაიჯანელი  ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა.

„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავიანთივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი… და გადაგდება ნაგავზე“, – განცხადა ეპისკოპოსმა.