მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.