მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯართის ჩამბარებელი პუნქტი დააყაჩაღეს, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს.

როგორც „პუბლიკას“  შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით 179-ე, 187-ე და 143-ე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომუშავე ადამიანები სცემეს და თანხა წაართვეს.