მარნეულსა და ბოლნისში სასურსათო, სააფთიაქო, სამედიცინო და საბანკო ობიექტები იმუშავებს - ჩიქოვანი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესპიკერი ირაკლი ჩქოვანი აცხადებს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩიქოვანის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში იმუშავებს მხოლოდ სასურსათო, სამედიცინო, სააფთიაქო და საბანკო ობიექტები.

„ეკონომიკის მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მუნიციპალიტეტებზე და ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული. ამ სამინისტროებს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მკაცრად გაწერილი პროტოკოლით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, ადგილობრივთა ინფორმირებაზე ჯანადცვის სამინნისტრო ზრუნავს.

„ბოლნისსა და მარნეულში არანაირი ტრანსპორტი არ გადაადგილდება და ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში“, – აცხადებს ჩიქოვანი.