მარნეულში აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ორმოცი გადაუხადეს.
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტი არაგამჭვირვალედ და მოსახლეობასთან დისკუსიის გარეშე დაიმტკიცა.
„2019 წლის 26 დეკემბერს დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის 4-თვიან პერიოდში მარნეულის თვითმმართველობამ მოსახლეობასთან შეხვედრები ფორმალურად მოაწყო. ბიუჯეტის საჯარო დისკუსიაზე მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც თვითმართველობამ დაავალდებულა. ამის შედეგად კი, ბიუჯეტი მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროების მიხედვით არ დაიწერა”, – ნათქვამია, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.