მარნეულში ცოლის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.