მარნეულში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში დაიღუპა

პუბლიკა

მარნეულში დაჭრილთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში დაიღუპა.

დღეს მარნეულში სროლა იყო, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის „რადიო მარნეულის“ ცნობით, მარნეულის ბაზარში მამა-შვილი დაჭრეს.

მათივე ცნობით, შეიარაღებულმა პირმა მამა-შვილი, რომლებიც მარნეულის ბაზარში ოქროს ნაკეთობებით ვაჭრობენ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.