მარნეულში მოტაცებული გოგო ნაპოვნია და პოლიციის განყოფილებაშია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრში ამბობენ, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მოტაცებული 20 წლის გოგო ნაპოვნია და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20 წლის გოგოს მოტაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. ის წერდა, რომ გოგოს მშობლები და ახლობლები ორი დღეა პოლიციის განყოფილებასთან ათენებენ ღამეს. ისინი პოლიციისგან რეაგირებას და გოგოს პოვნას მოითხოვდნენ.

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, რომ გოგო უკვე იპოვეს.