მარნეულში რაშად ზიადალიევის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს მარნეულში, პოლიციის განყოფილებასთან, რაშად ზიადალიევის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. 

სამოქალაქო აქტივისტი რაშად ზიადალიევი მარნეულში გუშინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. 

გათავისუფლების შემდეგ, აქტივისტმა რაშად ზიადალიევმა განაცხადა, რომ საღამოს საათებში მარნეულში, სუპერმარკეტ “სპარში” იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციის მანაქან გაჩერდა. ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთ პირს რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო რაშანისთვის ფოტოს გადაღება სურდა. სწორედ ეს გააპროტესტა აქტივისტმა და ამის შემდეგ ის პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

სასამართლო პროცესი 10 თებერვალს, რუსთავის სასამართლოში გაიმართება.