მარნეულში სროლა იყო, გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ორი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის „რადიო მარნეულის“ ცნობით, მარნეულის ბაზარში დღეს, 4 იანვარს, მამა-შვილი დაჭრეს.
მათივე ცნობით, შეიარაღებულმა პირმა მამა-შვილი, რომლებიც მარნეულის ბაზარში ოქროს ნაკეთობებით ვაჭრობენ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
როგორც გამოცემა წერს, მათი ინფორმაციით ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.