მაროკოში ძლიერი მიწისძვრა პარასკევს გვიან ღამით მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 632 ადამიანი, დაშავდა – 329. ამის შესახებ Reuters წერს, ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს რაოდენობა პირველადი ინფორმაციაა და შესაძლებელია გაიზარდოს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი. მათივე ცნობით, დაღუპულების უმეტესობა მიწისძვრის ეპიცენტრში არსებული რაიონებიდანაა.