მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 012 ადამიანი და მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი. დანგრეულია ასობით შენობა.