მარტა კოსი 18-20 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა, საქართველოში - არა

პუბლიკა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი 18-20 სექტემბერს სამხრეთ კავკასიაში ეწვევა, თუმცა არ ჩამოვა საქართველოში.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან ერთად არსებობს შესაძლებლობა, გაძლიერდეს ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში“. – წერია ევროკომისიის ვებგვერდზე.

მარტა კოსი ვიზიტს აზერბაიჯანიდან დაიწყებს. ის აქ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა  და ეკონომიკის მინისტრებს – ჯეიჰუნ ბაირამოვსა და მიკაილ ჯაბაროვს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ქალაქ აღდამში, განაღმვის სამუშაოებში ჩართულ ადამიანებთან შესახვედრად.

სომხეთში კი, სადაც მარტა კოსი პარასკევს და შაბათს ჩავა, ევროკომისარი შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგან ხაჩათურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მის მოადგილე მერ გრიგორიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს, ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საქართველოში მარტა კოსი არ ჩამოვა.