„ვერავინ მართლმსაჯულებას ვერ მიუთითებს პროცედურები რა დროში უნდა ჩატარდეს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვეკუთხედი“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თუ როგორ შეაფასებს „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებულ პრეზიდენტის განცხადებას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, გვარამიას დაკავება „პოლიტიკურად არ იყო დროული.“
„სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, (მე მიკვირს ასეთი შეფასება) და არა იმის მიხედვით გადაწყვეტოს, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს და როდის გამოიტანოს გადაწყვეტილება, თუკი სასამართლო ასე მოიქვეოდა სწორედ ეს იქნებოდა ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სასამართლოს პოლიტიზირება, თუკი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებს დააყრდნობდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას და თუკი დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპა გულისხმობს კანონის უზენაესობას როდესაც არის შესაბამისი პროცედურები და სასამართლო ამ პროცედურების დაცვით იღებს გადაწყვეტილებებს.“