მარტო მედიასა და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი - Tamada

პუბლიკა

მუსიკალური პროექტის, Tamada-ს სოლისტი, მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია წერს, რომ რუსული კანონისგან მიღებული ზიანი მარტო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეეხება.

„იმედია მალე გავათვითცნობიერებთ იმას, რომ მარტო მედიას და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი და, დროთა განმავლობაში, ყველას აგვიტალახებს კარს. ხოდა, ეს ძალით ყელზე ჩამოკიდებული სასოწარკვეთა მონაგონი გაგვიხდება. სანამ დროა, მეტი ვიფიქროთ ამ საკითხზე და ჩავუღრმავდეთ, “- წერს ის.