მარტოხელა მოხუცებს სახელმწიფო სერვისებს ფოსტა მიაწოდებს

პუბლიკა

საქართველოს ფოსტას აქვს დავალება, რომ 70 წელს გადაშორებული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელებისთვის უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისის მიწოდება. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ფოსტას აქვს დავალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მივეცით რეკომენდაცია, რომ ვინც არიან 70 წელს  გადაცილებულნი, დარჩნენ სახლში და იყვნენ მაქსიმალურად იზოლირებულები, ამ ადამიანებს, ვინც არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელები, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდებით ადგილზე და, შესაბამისად, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.