მარტში მინისტრი წარდგება კომიტეტზე და კითხვებს უპასუხებს - თალაკვაძე სოცმუშაკების მიმართვაზე

პუბლიკა

„რადგან მომმართეს და ითხოვენ, მიღებულია მათი თხოვნა, მარტში მინისტრი წარდგება კომიტეტზე და ამ თემაზე კითხვებს უპასუხებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გათავისუფლებული სოციალური მუშაკების განცხადების საპახუსოდ განაცხადა.

სოცმუშაკების განცხდება პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა წაიკითხა და თალაკვაძეს რეაგირება მოსთხოვა.


სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის წევრებს მიმართა. სოცმუშაკები პარლამენტს სთხოვენ, იტვირთოს ზედამხედველის ფუნქცია და გაარკვიოს, თუ რა ნიშნით გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი სამსახურიდან.