შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოში 45 068 ადამიანი შემოვიდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ბელორუსიდან კი მარტში 20 029 ადამიანი შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში არ არის აღნიშნული, აქედან რამდენი დარჩა ქვეყანაში და რამდენი გავიდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით (მარტი) რუსეთის ფედერაციიდან შემომსვლელთა რაოდენობა 430%-ითაა გაზრდილი.