მარტვილში 31 წლის Covid-ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას“ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.
„ქალბატონი სახლში მკურნალობდა. კორონასთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. არ ჰქონდა ტემპერატურა. ჰქონდა თანმხლები დაავადება და მას ეგონა, რომ ეს დაავადება გაუმწვავდა. შემდეგ გაუკეთდა ტესტი და ტესტმა Covid-19-ზე დადებითი აჩვენა“, – ჰყვება ეპიდემიოლოგი.
ჯანაშიას თქმით, ქალი დღეს, დილით გარდაიცვალა.