მარტვილში მრევლის ნაწილი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

პუბლიკა

ამ წუთებში მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრას ადგილობრივ ეპარქიაში მომსახურე სამღვდელო პირები ესწრებიან.

პარალელურად ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი. ისინი უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ შეხვედრის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს შენობიდან გასვლას აიძულებენ.

ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს კადრებს, რომელზეც, ჟურნალისტის თქმით, ჩანს, თუ როგორ გადავარდა ეპარქიის მეორე სართულზე აივნის მოაჯირი და როგორ გადაცვივდნენ იქ მყოფი ადამიანები. ტელეკომპანიის ცნობით, არიან დაშავებულები.

 


ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.