მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაზიანებულია შენობის მინები და გარე ფასადი.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაშავებულები არ არიან. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.