მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა

პუბლიკა

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საპატრიარქოს წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე მონასტერში მომხდარ მკვლელობას ფეისფუქზე ეხმაურება.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები”, – წერს ჯაღმაიძე.

მისი თქმით, „მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“.