მას შემდეგ რაც ელჩი გაიწვიეს, ზელენსკის მიმართვისას აქციაზე ვერ ვიქნებით - კობახიძე

პუბლიკა

„მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იქ ვერ იქნება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, იქნება თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმენენ.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფოს [უკრაინის] მხრიდან გადაიდგა „ალოგიკური ნაბიჯი”, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი ჩვენი მხრიდან არის გულწრფელი, ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების, რომლებიც დღეს იქ იდგებიან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივალთ… წყენაზე არ არის საუბარი, როდესაც არის ალოგიკური ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ ხომ ვერ ჩავეძიებით? რა მნიშვნელობა აქვს იქ არახამია, ადეიშვილი, სააკაშვილი თუ რა არის ამის მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.