„მას სურდა, რომ დაეკავებინათ" - პუტინი ნავალნიზე

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ მისი აზრით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის თავად სურდა, დაეკავებინათ.

„არ გამოცხადდა რეგისტრაციაზე გერმანიაში საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, უგულებელყო კანონი. ეს იცოდა და ჩამოვიდა მოსკოვში. ვფიქრობ, მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ” – თქვა მან.

კრემლის კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსი, ნოვიჩოკით მოწამვლის მკურნალობის შემდეგ ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც იგი აეროპორტშივე დააპატიმრეს. მოწამვლაში ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.