მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია, არაფერი შეცვლილა - შოლცი

პუბლიკა

15 მაისს გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტის ვიოლა ამჰერდის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცმა რუსულ კანონზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ როგორც მაშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, კანონი შეცდომად მიაჩნია.

„ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა.“

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა 12 აპრილს შედგა, სადაც მედიისთვის ერთობლივი განცხადების დროს შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კვლავ უკან გაიხმობდა რუსულ კანონს.