თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამოიყვანეს. „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაცია მტკვარში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით დღეს, შუადღის 2 საათისთვის გავრცელდა – ავტომობილმა მეტეხის ხიდთან არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.