მაშველებმა მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
მათივე ცნობით, სამაშველო ჯგუფების რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.