ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
სავარაუდოდ, ეს არის ბოლო ადამიანი, ვისაც მაშველები ეძებდნენ.
ბათუმში სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. დაშავებული 1 კაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მალე გაკეთდება კომენტარი, როგორ გაგრძელდება სამუშაოები ჩამონგრეულ კორპუსთან.