მაშველებმა თბილისის ზღვაში გაუჩინარებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მეორე არასრულწლოვანს მაშველები კვლავ ეძებენ.
უწყების ცნობით სამაშველო საქმიანობას 5 მყვინთავი ახორციელებს. ასევე ხორციელდება თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის შემოწმება.