საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან, წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მომხდარის შესახებ შეტყობინება 23 იანვარს შემოვიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა სამი მოქალაქე, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.
ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს.