მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ბულგარეთში მთავრობა გადადგა.
პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაკოვმა გადადგომის შესახებ ტელევიზიით, პარლამენტში უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.
ბულგარეთის ათასობით მოქალაქე კორუფციას და ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებდა და 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გაუქმებას, მთავრობის გადადგომას და სამართლიან არჩევნებს მოითხოვდა.
2025 წლის 26 ნოემბერს მთავრობამ წარმოადგინა ბიუჯეტი, რომლითაც გადასახადების ზრდა იყო გათვალისწინებული. პირველი მასშტაბური აქცია სწორედ ამ დღეს გაიმართა სოფიასა და სხვა ქალაქებში.
1 დეკემბერს ათიათასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააპროტესტა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი.
ათასობით დემონსტრანტი 10 დეკემბერსაც შეიკრიბა სოფიასა და ბულგართის სხვა ქალაქებში.
ამავე დროს, პროტესტის წამყვანი ძალა იყო Z თაობა.
პროტესტის გამო გასულ კვირას მთავრობამ ბიუჯეტის კანონი გაიწვია. მუხედავად ამისა, დემონსტრაციები გაგრძელდა.
მოქალაქეები ასევე გააბრაზა იმან, რომ მმართველი პარტიის წევრებმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ „ლუკოილის“ აქტივებთან დაკავშირებით კანონი 26 წამში დაამტკიცეს.
პირველ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკოსები აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ბულგარეთში რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ აქტივებთან დაკავშირებით კანონს იღებდნენ. კანონი ოპოზიციის არყოფნის პირობებში, დროის სწრაფ ტემპში, სულ რაღაც 26 წამში მიიღეს.
ისინი ასევე გაბრაზდნენ, რომ ბიუჯეტის კანონი მმართველი პარტიის წევრებმა შესვენების დროს, სწრაფად მიიღეს.
დემონსტრანტების თქმით, ეს ყველაფერი „მიტაცებულ სახელმწიფოს“ აჩვენებს.