საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საჯარო სკოლაში მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
შსს-ში პუბლიკას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141 მუხლითაა დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
მასწავლებელი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ამბობს, რომ მას ცილი დასწამეს, აპირებს ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართოს და რომ მოსწავლის ბრალდების უკან პოლიტიკური მოტივია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს.