განათლების სამინისტროს განცხადებით, პედაგოგების აცრა სავალდებულო არ ხდება და ინფორმაცია, თითქოს მზადდება შესაბამისი კანონპროექტი სიმართლე არაა.
„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან.
გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას.
სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია.
შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – აცხადებს განათლების სამინისტრო.
დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.