მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს | მარშრუტები

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

„იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან.

ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388″, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს, 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.