„მატრიცის“ ტრილოგიის დასრულებიდან 18 წლის შემდეგ კომპანია Warner Bros-მა „მატრიცა 4-ის“ თრეილერი გამოაქვეყნა. მეოთხე ნაწილის სახელია The Matrix Resurrections. ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია, მთავარ როლებს კი კვლავ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ასრულებენ. „მატრიცა 4-ის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 22 დეკემბერს შედგება.