მეტროში დარბევის დროს „მაუწყებლის" ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი დაიჭირეს

პუბლიკა

პოლიციამ მოქალაქეები მეტროდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, მათ შორის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი.

„პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.

„მაუწყებელი“ წერს, რომ ჩაგელიშვილი დაკავებულია.

რუსთაველის გამზირზე პოლიცია აქციას ძალადობრივად შლის – საპოლიციო ძალები მოქალაქეებს დაედევნნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე მათგანი ძალადობრივად დააკავეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. სპეცრაზმი ამ წუთებში განლაგებულებია რუსთაველის გამზირის სხვადასხვა ლოკაციაზე.