მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცოლად მოყვანის მიზნით, 23 წლის გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.