მცხეთაში ავარია მოხდა, რის შემდეგაც მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

პუბლიკა

მთხეთაში, ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც გავრცელებულ კადრეში ჩანს და მედია ავრცელებს ინფორმაციას, მიკროავტობუსი სავარაუდოდ ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც გაუჩნდა ცეცხლი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი მთლიანად დაიწვა. სავარაუდოდ, ავტოავარაიას მოჰყვა მსხვერპლი. არიან დაშავებულებიც.

„პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 


განახლება: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. დაშავებულები კი გადაყვანილი არიან კლინიკაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.