მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ორი ადამიანი მოკლეს

პუბლიკა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ორი ადამიანი მოკლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილში ჩაცხრილეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (236 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.