MDF: „ტელეიმედმა” გასულ 1 თვეში საინფორმაციო მომსახურებაზე 8 მუნიციპალიტეტთან 62 445 ლარის ხელშეკრულება გააფორმა

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდი” სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის „ტელეიმედსა” და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკით დაინტერესდა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაზე დაყრდნობით, 2025 წლის დეკემბრისა და 2026 წლის 9 იანვარის ჩათვლით მონაცემები შეისწავლა.

როგორც „მედიის განვითარების ფონდი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამატებითი ინფორმაციის მოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში შპს „ტელეიმედმა” საინფორმაციო მომსახურებაზე 8 მუნიციპალიტეტის მერიასთან ჯამში 62 445 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ეს მუნიციპალიტეტებია: გორის, ახალქალაქის, ადიგენის, ხულოს, რუსთავის, ბორჯომის, ფოთისა და ხობის.

მათივე ცნობით, კონტრაქტები 1-წლიანია და 7 შემთხვევაში თითოეულის ღირებულება 7 500 ლარს შეადგენს (თვეში 625 ლარი). აღნიშნულ 7 კონტრაქტში ხელშეკრულების საგანს ვებგვერდზე არაუმეტეს 60 რელიზის განთავსება წარმოადგენს, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ხელშეკრულების წლიური ღირებულება 9 945 ლარია (თვეში 825, 75), კონტრაქტი კი ვებგვერდზე არაუმეტეს 85 საინფორმაციო რელიზის განთავსებას ითვალისწინებს.

„ნიშანდობლივია, რომ „ტელეიმედი” მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულ დაფინანსებულ პრესრელიზებს, სარეკლამო აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და მასალის ფასიანი ხასიათის შესახებ მათ ინფორმირებულობას არ უწყობს ხელს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის სრული ვერსია იხილეტ ბმულზე.