„მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ისევე, როგორც მისი ყველა უწყება, ასევე, ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი პროცესის მართვაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ჩვენ დამოკიდებული ვართ, მნიშვნელოვნად, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული და მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ,ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია.
„ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, ჩვენ გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს, გამოიკვეთა, რომ 100 000 მოსახლეზე ჩვენ მობილიზებული გვაქვს სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არის საკმარისი და ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, რათა ეს ვირუსი გახდეს უფრო მეტად მართვადი“, – განაცხადა მინისტრმა.