მდინარაძე: 99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ ლაპარაკობს:

„ჟურნალისტებზე თავდასხმა და ამ ფორმით მით უმეტეს არის ამორალური და ამაზრზენი. ვინც არ უნდა იყოს, ახლა მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. წლების განმავლობაში იმდენ ფეიქს აკეთებდა ჩემზე, მაგრამ ეს უნდა ჩავთვალოთ, თუ გვინდა, დემოკრატიაზე და სხვა რაღაცებზე ახლოს ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ, რომ ესაა ამაზრზენი და ამორალური და ეს იმის გაგრძელებაა, რომ მისივე კოლეგები რომ ვერ ბედავენ, ამორალური უწოდონ სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმას. მართალია, იქ არ ყოფილა ასეთი ფიზიკური რომ კისერი გადაეგრიხოს და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალსიტი, რაც მართლა ამორალურია, იქ რომ ცოტა ნაკლებს რომ არ დაგმობ, ალბათ, ეს მოყვება.

მე მთელი პასუხისმგებლობით შემილია გითხრათ, ყველას ველაპარაკე, ვისთანაც შემეძლო ლაპარაკი, ეს არაა არც ერთი პოლიციელი, ეს არაა სპეცრაზმის ან სპეცსამსახურის წარმომადგენელი, არც ჩენი აქტივის წარმომადგენელი. ეჭვის დონეზე ვინ რჩება? ვისაც აწყობს არეულობა. ეს ჩემი აზრია სუბიექტური, მერე ამას გამოძიება დაადგენს, და ვთხოვ, სწრაფ ვადებში დაადგინოს, ვისაც არეულობა და ახალი ე.წ. კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. მაგრამ თუ 1% დავუშვებთ, რომ მათი გაკეთებული არაა, ვინც ეს გააკეთა, არის მავნებელი.

ვინც ეს გააკეთა, ტვ პირველის ჟურნალისტზე შური იძია და ამით გონია, „ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, პირიქით, მავნებელია, ვინც ნაცების და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. კიდევ რაშია იცი საქმე? ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამაზე, აღარაფერი აღარ იქნება, არც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ და არაფერი, ძალადობის საფარ ქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ წაქცეულ ადამიანს თავში ურტყამდნენ წიხლებს, ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაასხა თუ როგორც იყო, ეს ორი ფაქტი იყო ცუდი სანახავი. მაგრამ ამის გარდა, გაუთვალისწინებელი, ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა და უფრო დიდი და 99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე, მინიმუმ ერთკვირიანი საქმე გააკეთეს.

ერთი ინიციატივა – იყო ამაზე ადრე ლაპარაკი და ახლა რელევანტური იქნება, კარგადაა შესასწავლი, სულ ერთი-ორი დღის ამბავია, მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით აქციებზე გადაადგილება… უნდა იყოს აკრძალული, ესაა ჩემი აზრი. მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით გუშინ, რაღაც კადრს ვუყურებდით და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა…

…რომ გამოვარდებიან ხოლმე ამ დღეებში და ვგმობ ძალადობასო, ცალმხრივი ძალადობის დაგმობა რა უბედურებაა, პოლიციელზე ძალადობას რომ არ გმობ და სხვაზე ძალადობა გახსენდება… ორმხრივად უნდა დავგმოთ… ორმხრივად რომ გმობ, [წამყვან ფუკტარაძეს მიმართავს], მაგიტომ გეძახიან ქოცებს, ცალმხრივად თუ არ დაგმე, შენ ხარ ქართული ოცნების წარმომადგენელი, მეტიც, გეძახიან რუსს…

…ახლა ახალი ვერსიაა, ტელეფონს ვუყურებ და მთაწმინდელები შეწუხებული არიანო, დედას იგინებიანო, ანტისანიტარიააო – ესეც ვერსიაა, შეიძლება, მაგრამ ახლა ამ პოსტების წერას აზრი არ აქვს. შეძილება, ესეც იყოს, თუ ესეც არის, ყველას ვეხვეწებით, შევიკავოთ თავი, ეს ასხამს ქართველების მტრების წისქვილზე წყალს“, – განაცხადა მდინარაძემ.