„ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო და სახაზინო შეზღუდვებს და აცახდებს, რომ ეს „ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა”.
„დღეს სანქციები ვნახეთ. როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს. ამჯერად ფინანსური სანქციები დააწესეს. გაურიეს, ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ რეაქციებს”, – აცხადებს მდინარაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციების გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში.
საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის.