მდინარაძე: ე.წ. აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განვიხილავთ

პუბლიკა

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვას მთელი დღე დასჭირდება, ამიტომ სამშაბათის ნაცვლად, ხუთშაბათის, 9 მარტს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან პირველი მოსმენით კენჭს.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ.

„ხვალ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ იქნება სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვა, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. აგენტების შესახებ კანონებს რაც შეეხება, ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც. ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ. მმართველი პარტია პირველი მოსმენით კანონპროექტების მხარდაჭერას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა დღის ბოლოს გაირკვევა, რომ კანონპროექტებს კენჭს უყრიან ხუთშაბათს.