ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეულ ადამიანებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინის ხელისუფლება და „ქართული რადიკალური ოპოზიცია“ ეძახის.
„ცივილიზებულ სამყაროში რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვებისა და ქალების დახოცვა, დეზერტირებს მხოლოდ პუტინი და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დახვდნენ პლაკატებით იქ. ლარსზე პლაკატებით, დეზერტირები რომ დააწერეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადმომდვლელთა რიცხვი გაიზარდა.
შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ;
28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9 642 და გავიდა 5 448 მოქალაქე.